აბასთუმნის ობსერვატორიის განახლება და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერის შედგების შესაბამისად, სამუშაოებს კომპანიები ABEKA და „პალადა“ შეასრულებენ.
მთლიანობაში აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურის განახლებაზე 3,422 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტი ითვალისიწნებს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამ სართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას და რეაბილიტაციას. ტერიტორიაზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცე და ვირტუალური ლაბორატორია. მოეწყობა მცირე კაფე და საპირფარეშოები. განთავსდება ბიბლიოთეკა. რეაბილიტირდება შენობის ტერასული გადახურვები და ფასადები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეეხება შენობაში არსებულ ტელესკოპს და მის ტექნოლოგიურ სათავსებს.
პროექტით გათვალისიწნებულია ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს. მოეწყობა გარე განათება, დაიდგმება სანაგვე ურნები.
იგეგმება ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. სრულად შეკეთდება ორივე სადგური - ზედა, უშუალოდ ობსერვატორიის ტერიტორიასთან, და ქვედა - სადგური აბასთუმნის ცენტრალურ პარკში. შეიცვლება მზიდი ბაგირი ელექტრო ძრავი და შესაბამისი ტექნოლოგიური მოწყობილობები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სრულად განახლდება სამგზავრო ვაგონი.
www.travelingeorgia.ge