ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
23 აგვისტო, 2019

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს.

როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდა.

„პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 12 სექტემბრის (12:30 სთ) ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,182,340.00 ლარია. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულია აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. არსებული ქსელი XX საუკუნის 20-იან წლებშია მოწყობილი, სისტემა მოძველებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილდენი, ამორტიზებული ფოლადის მილები პოლიეთილენის მილებით სრულად ჩანაცვლდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს.

პროექტი სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან ერთ წელიწადში დასრულდება, რის შემდეგაც 1000-მდე ადგილობრივს და ათასობით დამსვენებელს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.727.121 ლარით ფინანსდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.