ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აბასთუმნის ობსერვატორიის საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
01 მაისი, 2018

აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ.

განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით.

მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც.

მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული. რეკონსტრუქცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ნებართვის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრდეს.

აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.