Accor Group-მა, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი და ევროპის ბაზრის ლიდერია, ოფიციალურად განაცხადა ახალი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს - ibis styles Tbilisi center-ის გახსნის შესახებ. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ტაბიძის #4-ში მდებარეობს. ამ დროისთვის, ibis styles-ი, Accor-ის მეორე სასტუმროა თბილისში.
ibis styles Tbilisi center მოიცავს 119 ოთახს, რომელშიც შედის 101 სტანდარტული ოთახი, 7 სუპერიორი და 11 ლუქსი.
სასტუმროს V სართულზე განლაგებული City Roof ტერას ბარი, აზიური სამზარეულოს კერძების ნაირსახეობას სთავაზობს მომხმარებელს.
ფრანგული კომპანია Accor არის სასტუმროების ოპერატორი, რომელიც 95 ქვეყანაში 4100 სასტუმროს ფლობს.
სასტუმროს გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 მაისს გაიმართება. ცერემონიას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, თბილისის მერი, ტურიზმის ადმინისტრაცია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
