ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Accor-ი საქართველოში კიდევ ერთ სასტუმროს Mercure Telavi Resort-ს 2024 წლის ნაცვლად, ერთი წლის დაგვიანებით გახსნის
11 ოქტომბერი, 2023

მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ბრენდი Accor-ი კახეთში სასტუმროს 2025 წელს გახსნის.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Mercure Telavi Resort-ი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში აშენდება და მისი გახსნა 2024 წლის ნაცვლად, ერთი წლის დაგვიანებით მოხდება. სასტუმროს გახსნის თარიღის შესახებ ინფორმაციას ITB NEW-ი აქვეყნებს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, სასტუმროში 124 ნომერი იქნება. სასტუმროს ინფრასტრუქტურაში შედის რესტორანი, ბარი, აუზი, პარკინგი და საკონფერენციო დარბაზი კორპორაციული ღონისძიებების ჩასატარებლად.

ბრენდმა TT GROUP-თან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა.

„საქართველოში ტურისტული ინდუსტრია სტაბილურად იზრდება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში და გავაფართოოთ Accor-ის მოღვაწეობის არეალი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობადი საერთაშორისო ბრენდის მქონე სასტუმროს გამოჩენა დამატებითი მიზეზი გახდება მოგზაურებისთვის, რომ დარჩნენ კახეთში, დატკბნენ მისი ბუნებრივი და ისტორიული სილამაზით, უძველესი ღვინის ქარხნებით, გემრიელი სამზარეულოთი და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით“, – აღნიშნა ხელშეკრულების გაფორმების დღეს ალექსის დელაროფმა, Accor New East Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Accor -ი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. საქართველოში კომპანიის მმართველობის ქვეშაა რამდენიმე სასტუმრო, მათ შორის, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers, ibis-ის სასტუმროებს, Mercure Tbilisi Old Town.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.