ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Accor-ი საქართველოში საქმიანობას აფართოებს და ფილარმონიასთან ახალ სასტუმროს ხსნის
11 სექტემბერი, 2023

Accor-ი, მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფი, ახალ სასტუმროს – „თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ – ხსნის. პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო ბრენდის ადგილობრივად შთაგონებული ფილოსოფიის ნაწილია. იგი იდეალურად ერწყმის არსებულ ურბანულ იერსახეს და სტუმრებს, წლის ნებისმიერ დროს, გონივრული ფასისა და მომსახურების მაღალი დონის სრულყოფილ კომბინაციას სთავაზობს.

სტუმრებს სხვა დამატებითი პრივილეგიებითა და ALL – Accor Live Limitless გლობალური ლოიალობის პროგრამით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. გარდა ამისა, თბილისში „by Mercure“-ის ბრენდის მეორე სასტუმრო – „თბილისი საბურთალო მერკურისგან“ – მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

“by Mercure”-ის კონცეფციის მიზანი მაღალი ხარისხის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მფლობელებისთვის, ხუთი წლის განმავლობაში, „მერკურის“ ბრენდზე შეუფერხებლად გადასვლაში დახმარებაა. ბრენდის სტანდარტების თანდათანობითი ინტეგრაციის პარალელურად, მათ გლობალური ბრენდის ყველა უპირატესობაზე დაუყოვნებლივი წვდომა ექნებათ. ამავდროულად, სტუმრები გარანტირებულად ისარგებლებენ კომფორტის, ოთახის ზომის, მოხერხებულობისა და მომსახურების ხარისხის უკომპრომისო საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ამას მერკურის ყველა სასტუმროში ვხვდებით. By Mercure-ის სასტუმროები ALLSAFE ეტიკეტის მოთხოვნებსაც იცავენ, რაც Accor-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს.

„გვიხარია, რომ ახალი სასტუმროს გახსნით, საქართველოს დედაქალაქში პოზიციებს კიდევ უფრო ვაძლიერებთ. გვჯერა, რომ მისი უნიკალური ადგილმდებარეობა, საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდის მაღალ სტანდარტებთან ერთად, სასტუმროს – „თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ – კონკურენტული უპირატესობა გახდება. მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნდობისა და საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის. მოუთმენლად ველოდებით სასტუმროს „თბილისი საბურთალო მერკურისგან“ გახსნას 2023 წლის ბოლოს“, – ამბობს Accor-ის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ოპერაციული დირექტორი ალექსის დელაროფი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.