აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე „WTM London 2017” წარადგინეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონს პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაუწია.
ლონდონის ტურისტულ გამოფენაში 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრები გამართეს მსოფლიოში წამყვან მედიასაშუალებების Euronews-ის, BBC-ის, CNN-ის და New York Times-ის წარმომადგენლებთან.
imedinews.ge