აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ტურიზმის ელჩის პროექტის განხორციელება დაანონსა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. მისი თქმით, ტურიზმის ელჩები სამიზნე ქვეყნებში იქნებიან წარმოდგენილნი და რეგიონს მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში დაეხმარებიან.
პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც როგორც რიჟვაძე ამბობს, საბოლოო ჯამში გამოიწვევს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას და მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს აჭარაში.
თორნიკე რიჟვაძე აჭარაში მიმდინარე ტურისტულ სეზონს წარმატებულს უწოდებს. ორი კვარტლის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 23%-ით არის გაზრდილი, 46%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი ბათუმის აეროპორტში. რიჟვაძე იმედოვნებს, რომ 2018 წელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით უპრეცედენტო იქნება.
www.travelingeorgia.ge