აჭარასა და ვალონიას შორის ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება. სამომავლო გეგმები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ვალონიის დელეგაციის წევრებთან განიხილა.
ამავდროულად ფუტკარაძემ ვალონიის ტურიზმის სამსახურის უფროსის მოადგილეს პიერ კოენეგრაჩის და ტურიზმის ექსპერტს მიშელ ჟანოვსკს აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტები გააცნო.
„აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი სექტორია. ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი ამ მიმართულებით გვაქვს და ეკონომიკური განვითარების ჩვენი ხედვა სხვა სფეროებთან ერთად სწორედ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს,“ - განაცხადა ფუტკარაძემ.
მხარეებმა აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების პერესპექტივებზე, ორმხრივი პირდაპირი ფრენების და უძრავი ქონების პრივატიზების საკითხზე ისაუბრეს.
www.travelingeorgia.ge