აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რომელმაც ფესტივალის უცხოელ და ქართველ სტუმრებს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
ხაზი ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუსვა. ფესტივალის პირველ დღის პრეზენტაციები აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმი რაფტორ ქაუნთი“-ს მოღვაწეობასა და რეგიონის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილის პოპულარიზაციას დაეთმო.
ფესტივალის განმავლობაში, გასვლითი გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
ასევე ლექციებსა და პრეზენტაციებს გამართავს უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ. მათ შორის გამორჩეულია მეცნიერი, მტაცებელ ფრინველებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ტურლიდერი ვილიამ კლარკი ამერიკიდან და ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან.
ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ელექტრონული რეგისტრაციით შეუძლია. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge