ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში გიდების გადამზადება სრულდება
21 ივნისი, 2017

აჭარაში გიდების გადამზადება დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, პრაქტიკული ტრენინგები მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გიდებს უტარდებათ. დღეს ისინი, ხულოში არსებულ ტურისტულ მარშრუტზე იმყოფებიან, სადაც სხალთა-ხიხანის და ხულო-გოდერძი-მწვანე ტბის მარშრუტს გადიან.

რამდენიმე დღის წინ კი მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტის გიდებმა შუახევში ჩირუხის სათავგადასავლო ტური გაიარეს. მოინახულეს მარშრუტზე არსებული ტურისტული ადგილები – გულისა და ჩირუხის ტბები, ოლადაურის მუზეუმი, ოქროპილაურისა და დარჩიძეების ციხეები. ასევე გაეცნენ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მათ სერვისებს.

პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები დაასრულეს ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადების მსურველმა გიდებმა. ისინი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ტრენინგისას მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეფასებას ელოდებიან.

ივნისის ბოლოსთვის, პრაქტიკული ტრენინგს დაასრულებს დაცული ტერიტორიებისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გიდებიც, რის შემდეგაც მათი ცოდნაც შეფასდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მაღალი შეფასებების მქონე გიდებს კი სააგენტო პოპულარიზაციას გაუწევს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.