ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში მწვანე ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
06 აგვისტო, 2018

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე მწვანე ტბის რეკრეაციული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და განვითარების გეგმაზე მუშაობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საპიკნიკე ადგილებისა და ღია ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნისა და სამაშველო სამსახურის ცენტრის მოწყობა.

მწვანე ტბა მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, სადაც ამ დროისთვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიდის. ლითონის ორი ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, შენდება ბეტონის საყრდენი კედელები.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მწვანე ტბა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ტბაა საქართველოში და იგი აუცილებლად უნდა იქცეს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად.

„მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით დაწყებულია მუშაობა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფს მწვანე ტბით დაინტერესებული ვიზიტორების უფრო კომფორტულ გადაადგილებას. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მწვანე ტბის განვითარების მიმართულებით ღონისძიებების შესრულებას“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.