ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“წელს ტურისტულ ზონებში ფასები დაიკლებს“ – აჭარაში ქსელური სასტუმროები მილიო- ნახევრამდე ლარის დანაკარგს ელიან
17 ივლისი, 2019

რუსეთ— საქართველოს შორის ავია მიმოსვლის შეწყვეტა ძირითად დარტყმას ზღვისპირა კურორტებს მიაყენებს. ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში შარშან რუსეთიდან 1 400 000 ტურისტი ჩამოვიდა. მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს მთელი ნაკადის 21 პროცენტია, მისი თქმით, აქედან ყოველი მეოთხე ტურისტი აჭარაში ჩადის, ამიტომ რუსი ტურისტების წილი ამ რეგიონში საკამოდ დიდია.

„აჭარაში რუსი ტურისტების წილი საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის ქსელურ და დიდი სასტუმროებს  აქვთ მოლოდინი, რომ მილიონიდან  მილიო – ნახევრამდე ლარს დაკარგავენ. ტურისტები, რომლებიც დიდ სასტუმროებში ჩამოდიან, უმეტეს შემთხვევაში ტურ პაკეტით სარგებლობენ და რა თქმა უნდა, საჰაერო გზით მოფრინავენ. ისინი  სააგენტოების მომსახურებას იყენებენ, ამიტომ ეს ყველაფერი  პირდაპირ ურტყამს  პირველ რიგში დიდ ტურ ოპერატორებს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჯავშნების რიცხვი დაეცემა, უმეტესობა ან უკვე გაუქმდა ან უახლოეს მომავლში გაუქმდება“, – მამუკა ბერძენიშვილი.

ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს იმ სამოქმედო ნაბიჯებზე, რომლიც შეიძლება სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად გადადგას, რათა რუსული ავია ემბარგოს მიერ მოყენებული ზიანი შემცირდეს.

„ის, რაც მოკლე ვადიან პერიოდში მოიტანს შედეგს გრძელვადიანი ნაბიჯების დასაწყისია. მაგალითად, იმ ფრენების სუბსიდირება, რომლებიც ტურისტული ოპერატორების მიერაა დანიშნული, ვგულისხმობ, არა რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს. სახელმწიფომ შეიძლება სხვადასხვა სახის დახმარება გაიღოს, იქნება ეს კონკრეტულ ტურიზმზე დაწესებული  თანხა, ან აეროპორტის მოსაკრებლის სუბსიდირება, ასევე სარეკლამო ხარჯები და ა.შ. ამის პრაქტიკა არსებობს, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტი იყენებს ამ მეთოდს, მაგრამ, თბილისთან და ბათუმთან მიმართებაში რადგან ორივე კერძო კომპანიისაა, ამის პრაქტიკა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, TAV – თან ურთიერთობის დარეგულირების საფუძველზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დარწმუნებული ვარ TAV-ი მზად იქნება ამ ნაწილში ნაბიჯები გადმოდგას სახელმწიფოსკენ“, – აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

მამუკა ბერძენიშვილი ტურისტების დეფიციტის შევსების გრძელვადიან გეგმაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კონკრეტულ ქვეყნებში საჭიროა მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიის წარმოება და კონკრეტული მარკეტინგული მესიჯების გაგზავნა.

 

 „პირობითად თუ ვიცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ფრენების სუბსიდირებას ვახდენთ, მაშინ, უნდა ვიცოდეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში რა კონტენტის მარკეტინგული სვლებია გასაკეთებელი. შეიძლება ზოგადი სახის სარეკლამო რგოლები, რომლებიც Euronews- ზე, Bloomberg-სა თუ სხვა არხებზე გადის, არ იყოს ტურისტების მასტიმულირებელი. ეს კამპანია შეიძლება ზოგადად, ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს, მაგრამ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე გავლენას არ ახდენს, ალბათ უფრო კონკრეტული მესიჯების გაგზავნაა საჭირო კონკრეტულ ქვეყნებში“, – განმარტავს მამუკა ბერძენიშვილი.

იმისათვის, რომ რუსული ავიაემბარგო ბიზნესზე მძიმედ არ აისახოს და ტურიზმის სექტორს ხელის შეეწყოს ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი  საგადასახადო რეგულაციების შერბილებაზეც საუბრობს.

„შეიძლება დაწესდეს რამდენიმე სახის გადასახადი. პირველი ის, რომ თავად არსებული გადასახადები შემცირდეს ტურისტული სექტორისთვის, მაგრამ მეეჭვება, რომ მოკლე ვადაში მოხდეს, რადგან ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. რეგულაციების შერბილება გავლენას არამხოლოდ აჭარაზე სხვა რეგიონის მოთამაშეებზეც მოახდენს. ამ გზით   შეიძლება მდგომარეობა შეუმსუბუქდეს განსაკუთრებით იმ სასტუმროებს, რომლებიც დიდ ქონებას ფლობენ და დიდ კომუნალურ გადასახადებს იხდიან. ეს კომუნალური გადასახადებიც ადგილობრივ დონეზე შეიძლება დარეგულირდეს“,- ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

როგორ შეიძლება ტურისტულ სექტორში დამატებით თანხების მოძიება, იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია შედარებით გამოსწორდეს.

„ტურის ტაქსის გადასახადის შემოღება, ანუ თითოეულ უცხოელ ტურისტი, რომელიც ბათუმში ჩამოვა  სიმბოლურად გარკვეულ თანხას, ერთ ან ორ ლარს გადაიხდის.  შემდეგ  მთავრობა ამ თანხას მოახმარს ამ კრიზისული პერიოდის მართვას. თუ ეს სიტუაცია ასე  გაგრძელდა, ჩავარდნა ორი წელი მაინც გვექნება. ამ პერიოდს სჭირდება დამატებით სახსრები და ამ გადასახადების შემოღებით შეიძლება თანხის რაღაც ნაწილი იყოს მობილიზებული“, – განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

კომერსანტის კითხვაზე  — როგორ აისახება ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები კურორტზე განთავსების საფასო ღირებულებაზე, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გვპასუხობს:

„მგონია, რომ სერვისი კიდევ უფრო გაიაფდება. ჩვენ ისედაც  იაფიანი მიმართულება ვიყავით ბევრი სამიზნე ბაზრისთვის, იგივე რუსეთისთვის. შემცირებული მოთხოვნა კი ჩვენს სერვისებზე კიდევ უფრო უარყოფით გავლენას  მოახდენს, ანუ წელს ტურისტულ ზონებში ფასები დაიკლებს,-აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.