ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში შიდა ვიზიტორთა რაოდენობა მეორე კვარტალში 3,2%-ით გაიზარდა
15 სექტემბერი, 2017

15 წლის და უფროსი ასაკის შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, აჭარაში 122 400 ვიზიტი განახორციელეს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (109 800 ვიზიტი) გაზრდილია.

„საქსტატის“ მონაცემებით, აჭარის რეგიონზე მოდის შიდა ვიზიტების 11,6% და ამ მაჩვენებლით რეგიონებს შორის, აჭარა იმერეთის შემდეგ ტრადიციულად მეორე ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებით, სულ რეგიონს მეორე კვარტალში 98 000 შიდა ვიზიტორი ეწვია და ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (94 900 ვიზიტორი) უსწრებს.

ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის მეორე კვარტალში საშუალოდ თვიურად 1,054 მლნ ვიზიტი (2016 წლის მეორე კვარტალში 1,083 ვიზიტი) განახორციელეს. შიდა ვიზიტორების რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში სულ 864 100-ს მიაღწია, 2016 წლის მეორე კვარტალში – 875 500-ს.

“საქსტატის” მონაცემებით, ვიზიტებისას მონახულებული ადგილების საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 25%, იმერეთი – 19,8%, აჭარა- 11.6%, შიდა ქართლი – 8,2%, კახეთი – 7,4%, ქვემო ქართლი – 6,9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6,4%, მცხეთა-მთიანეთი – 6,1%,  სამცხე-ჯავახეთი – 4,1%, გურია – 2,8%, რაჭა – 1,4%, აფხაზეთი – 0,1%.

ვიზიტორების ხარჯებმა 115,8 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 110,5 ლარით განისაზღვრა. საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის საყიდლებზე (საშუალოდ დღეში 34 ლარი), კვებასა (24,2 ლარი სშუალოდ) და ტრანსპორტზე (21,9 ლარი საშუალოდ) გაწეული.

ვიზიტორთა 48,5% ვიზიტის შედეგით კმაყოფილია, ძალიან კმაყოფილი 33,2%, 15,2%- არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო, უკმაყოფილო – 2,2%, ძალიან უკმაყოფილო – 0,4%, მიჭირს პასუხი – 0,5%.

ვიზიტების უდიდესი წილი 48,5% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 9,3%–ია, შოპინგი – 12,4%, მკურნალობა-გაჯანსაღება – 12,3%, მეორე სახლის (აგარაკი და სხვა) მონახულება – 7,3%.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.