ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში სპორტის სასახლისა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
29 მარტი, 2018

აჭარაში სპორტის სასახლისა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სპორტის სასახლის მშენებლობა. სასახლე ორ დიდ დარბაზს მოიცავს (2500 კაციანი და 500 კაციანი). ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი ყინულის არენის მშენებლობა, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. 

დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

მოწესრიგდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა. დაიგება გზები, რომლისთვისაც ბათუმის მერიაში უკვე მომზადებულია სატენდერო დოკუმენტაცია და გზის მოასფალტება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. 

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.