აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალს გამოიკვლევენ. აღნიშნული კვლევისა და გომარდულში ან სხვა შერჩეულ ლოკაციაზე სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად 200 ათასი ევროა გამოყოფილი.
აჭარის მთავრობამ უკვე მისცა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვის უფლება.
შესაბამის კვლევას გერმანული კომპანია PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH მოამზადებს.
bm.ge