ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ბიუჯეტი ინვესტიციების ხელშესაწყობად 2.2 მილიონს დახარჯავს
27 სექტემბერი, 2017

იანვარ-აგვისტოს პერიოდში მარტო აჭარას ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჩავიდა, რაც 25%-ით მეტია ვიდრე მაგალითად შარშან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო.

ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს აანონსებს და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას 2018-2021 წლებში 2 165 600 ლარით დააფინანსებს.

ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტებით დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქში გაჩნდება: 1700 სასტუმრო ნომერი ;დაახლოებით 2600 ახალი სამუშაო ადგილი




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.