ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ფერები – JWT METRO-ს სარეკლამო რგოლი როგორია აჭარა ტურისტების თვალით (ვიდეო)
01 ივლისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა.

კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით. ვიდეორგოლი დეპარტამენტის შეკვეთით სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.

„თამამად შეიძლება ითქვას მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. ვიდეორგოლის სათაური „აჭარის ფერები“, ისევე როგორც მისი შინაარსი და ვიზუალიზაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის  4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით მეშვეობით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაარსების დღიდან დღემდე,  წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16 ქვეყანაში  სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ანხორციელებს.

www.bpi.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.