ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობს
06 მარტი, 2019

აჭარის მთავრობა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევას იწყებს და ამ მიზნით უნგრეთის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში სპორტული ტურიზმის ექსპერტებსა და სპეციალისტებს შეხვდა.

ჯაბა ფუტკარაძემ უნგრეთის ელჩთან, ვიქტორია ჰორვატთან ერთად ბუდაპეშტის საფეხბურთო სტადიონი Groupama Arena-ს დაათვალიერა და სტადიონის მმართველ, მსოფლიოში ცნობილი კომპანია “ლაგარდერის” ხელმძღვანელს ანდრას იგაზს და სპორტის ექსპერტებს შეხვდა. კომპანია “ლაგარდერს” სპორტის სფეროში საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს და 1500-ზე მეტ სპორტის ექსპერტსა და სპეციალისტს აერთიანებს. კომპანია სპორტში თავისი ინოვაციური სისტემების დანერგვით არის ცნობილი.

უნგრულმა მხარე მზადაა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ეფექტური ფუნქციონირების კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.