აჭარის მთავრობამ დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოამზადა, რომელიც ამ ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებას ითვალისწინებს.
დაგეგმარებული ტერიტორიის ფართობი 350 ჰექტარია, აქედან კურორტი ციხისძირი – 180 ჰა-ს, დაბა ჩაქვი – 170 ჰა-ს მოიცავს.
ახალი პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება.
ზონებში ასევე იგეგმება სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადაადგილება ელექტრომობილებით იქნება შსესაძლებელი. მოეწყობა ახალი საბაგირო.
GBC