რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Adventure 2018 წარადგინა.
ლიტველები განსაკუთრებით მთიანი აჭარით დაინტერესდნენ.
წელს, აჭარის ლიტვაში პოპულარიზაციისა და ლიტველი ტურისტების მოზიდვის მიზნით პირისპირ შეხვედრები გაიმართა წამყვანი ტელეკომპანიის “TV 3“, National Goegraphic- სა და ლიტვაში პოპულარული ვებ-საიტების მენეჯმენტთან, ასევე წამყვანი ტურისტული კომპანიების ნოვატურის, მეგატურისა და ტეზტურის წარმომადგენლებთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ისეთ ევროპულ ბაზრებზე როგორიცაა ლიტვა. ვიყენებთ ყველა პლატფორმას ეს იქნება პირისპირ შეხვედრები, მედიატურები, რეკლამა წამყან ტელევიზიებში თუ ინფოტურები ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის. წელს, 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც კარგი საშუალებაა პირისპირ შევხვდეთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას და მოვახდინოთ მათი რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
www.travelingeorgia.ge