ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა
07 ივლისი, 2017

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ცენტრების მომსახურებით რეგიონის მასშტაბით 10 808 ადამიანმა ისარგებლა.

2017 წლის იანვარ-ივნისში სულ ცენტრებს 25 517 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან მატებას გულისხმობს. ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადათ პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ.

ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან. განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშიც. გასული წლის 6 თვესთან შედარებით ცენტრებში ტურისტების მიმართვიანობა 86%-ითაა გაზრდილი.

ზაფხულში ტურისტებს აჭარაში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება. ისინი ბათუმსა და ყველა მუნიციპალიტეტშია განლაგებული, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მეცხრე ცენტრი წელს ბათუმი ცენტრალში გახსნა. საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს, რკინიგზის სადგურში გახსნილი ახალი ცენტრი კი ღამის რეისების დროსაც მუშაობს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.