რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მომავალი წლიდან პროექტის „მწვანე სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ განოხრციელება დაიწყება.
პროექტის მიზანია, მდგრადი შემოსავლების გაზრდის უზრუნველსაყოფად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა მთის ტურიზმისა და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
პროექტი - „მწვანე სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ - განხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ ევროკავშირისა და ADA-ს ფინანსური რესურსებით და ეფუძნება ENPARD-ისა და LEADER-ის გამოცდილებას და მეთოდოლოგიას.
პროექტის დეტალები განიხილეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს არჩილ ჯაფარიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე.
არჩილ ჯაფარიძემ ისაუბრა რეგიონში აგრარულ და ტურიზმის სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე, სააგენტოს წარმომადგენლობას გააცნო სახელმწიფო სექტორის მიდგომები ამ მიმართულებით და სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით წარუდგინა ხედვები აღნიშნული დარგების განვითარებასთან დაკავშირებით.
გუბერნატორმა გამოხატა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და აღნიშნა, რომ სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება პროექტის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე.
www.travelingeorgia.ge