ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს
22 სექტემბერი, 2021

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების  შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge  აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.