ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილობრივ ავიარეისების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
29 ივნისი, 2018

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება 4-წლიანია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 მლნ ლარი.

მომსახურება გულისხმობს საქართველოს აეროპორტებს შორის, მესტია-ქუთაისი-მესტია, ნატახტარი-მესტია-ნატახტარი,  ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.

მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ატვირთვა 12 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/  ელექტრონული წესით შეუძლიათ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.