ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილობრივები და ტურისტები სტეფანწმინდაში ელიას მონასტერთან მისასვლელი ახალი გზით ისარგებლებენ
17 სექტემბერი, 2018

დაბა სტეფანწმინდაში ელიას მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1,3 კმ სიგრძის  გზას და მოეწყო ასფალტბეტონის საფარი.

პროექტის შედეგად ელიას მონასტერთან მისვლას ბერ-მონაზვნები, მოსახლეობა და ტურისტები უსაფრთხო და კომფორტული ახალი გზით შეძლებენ.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის შალვა კერესელიძის თქმით, ელიას მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად მოკლე დროში გადაადგილდნენ და იხილონ ეს შესანიშნავი ადგილები.

"მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია," - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  რეგიონული განვითარების ფონდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.