ადგილობრივები და ტურისტები ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი ახალი გზით ისარგებლებენ
მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
www.travelingeorgia.ge