ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილწარმოშობის ყურძნის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ხარისხი გაკონტროლდება
25 აგვისტო, 2021

წელს რთველზე ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ კახეთში მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყურძენს ყველა მევენახე საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს.

სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ რთველის პროცესში ფერმერებს კოვიდ რეგულაციების დაცვა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.