ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადიგენში, ოქროს ციხემდე მისასვლელი გზის ნაწილი მოეწყობა
03 აპრილი, 2019

ადიგენში, ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 552 290 ლარზე გამოაცხადა. სწორედ ეს გზა მიდის ოქროს ციხემდე, თუმცა მიმდინარე წელს ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი მონაკვეთის სრულად მოასფალტება არ იგეგმება.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 2.63 კმ-ს შეადგენს. ტენდერში მონაწიელობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ხუთ აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დამთავრდება.

ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გამარჯვებულ კომპანისთან ხელშეკრულების დადებიდან 150 დღის ვადაში დასრულდება.

„პროექტით გათვალისწინებული გზის მონაკვეთი სოფლების დამაკავშრებლია და არ ითვალისწინებს ოქროს ციხემდე მისასვლელი გზი რეაბილიტაციას, მაგრამ მეორე ეტაპზე ტურისტულ ძეგლამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. ამაზე როგორც მერია, ასევე, კულტურული მემეკვიდრეობის სააგენტო მუშაობს“, – აცხადებენ ადიგენის მერიაში. 

ოქროს ციხე მე–13–მე–14 საუკუნის ძეგლია. ის უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია. ოქროს ციხე საქართველოში არსებულ ციხეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

თორნიკე ზაზაძე, ადიგენი

sknews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.