აჭარა 2019 წელს ტურისტების მოზიდვასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე 9 მლნ ლარს დახარჯავს
2019 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
აჭარის პოპულარიზაციისთვის ტურისტული პოტენციალის 16 სამიზნე ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი) 5,478,400 ლარი დაიხარჯება.
ამ ქვეყნებში პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ონლაინ-მარკეტინგის, გარე რეკლამის წარმოება, სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება, იგეგმება საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა.
სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.
შემდეგი წლისთვის, აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით რეგიონში 1, 842, 500 ლარის დახარჯვა იგეგმება. 2019 წლის პროექტები გულისხმობს ტურისტული პორდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია; მთიანი აჭარის პოპულარიზაცია - ინფოტურები; 5 სეზონური ფესტივალი; ადამიანური რესურსების განვითარება და ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება - ტრენინგები; მომსახურების ხარისხის დადგენა; საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების გამოვლენა „მაგნოლია“.
რეგიონში მყოფი ტურისტების საჭიროებების კვლევის მიზნით, შემდეგ წელს ისევ განხორციელდება უცხოელი ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევები.
www.travelingeorgia.ge