ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში
11 ივლისი, 2018

აჭარას ესტონელი ჟურნალისტები სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები, გაეცნენ ქართულ ფოლკლორს.

ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ დაათვალიერებენ. ესტუმრებიან მთიან აჭარაა, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ.

ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიც. „აჭარის რეკლამირებას სამიზნე ქვეყნებში ისევ ვაგრძელებთ. დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში უკვე ვუმასპინძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრესტურს, რომლის შედეგადაც სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი მასალები გამოქვეყნდა. თუკი წინა წლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად მხოლოდ ზაფხულის წინა პერიოდში ხორციელდებოდა, ახლა ეს გრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში წლის ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვაა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ. ესტონელი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებლებსა და მკითხველებს ივლისის განმავლობაში გაუზიარებენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.