ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარას ბრიტანეთიდან ტურისტების მოზიდვა სურს
13 სექტემბერი, 2018

აჭარა ბრიტანეთიდან ტურისტულ;ი ნაკადის ზრდას  და 2019 წლიდან ბრიტანეთში სარეკლამო ღონისძიებების უფრო გააქტიურებას გეგმავს.

რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა აჭარის დიდ ბრიტანეთში პოპულარიზაცია, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა, რეკლამის კუთხით დეპარტამენტის მიერ ბრიტანეთში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები იყო.

ელჩთან საუბრისას სულხან ღლონტმა დიდი ბრიტანეთის, როგორც  რეგიონისთვის ახალი, საინტერესო სამიზნე ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ აჭარის  ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბრიტანეთში 2017 წლიდან დაიწყო. 

რეგიონის რეკლამირება ბრიტანეთში ბოლო ორი წელია მიმდინარეობს ტელეკომპანია BBC-ის ეთერით, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. ამას ემატება ონლაინ რეკლამა და სარეკლამო სტატიები ავიაკომპანია „British Airways“-ის საბორტო ჟურნალსა და ჟურნალებში „Bussiness Traveler“, “Birdwatch”.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ასევე, უწევს ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “WTM”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.