ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარას შარშან კვებისა და განთავსების 67 ახალი ობიექტი შეემატა
14 მარტი, 2018

2017 წელს, აჭარას კვებისა და განთავსების ობიექტი 67 ახალი შეემატა. მთლიანობაში ტურისტებს რეგიონში შარშან 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტი ემსახურებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების დიდი ნაწილი  - 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობდა, დანარჩენი 180 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი რეგიონში  გასულ წელს გაიხსნა.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან  277 ბათუმშია განთავსებული, 92 ქობულეთში, 60 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში 21 602  საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს. მათგან 23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები „Metro Sky Tower“, “Wyndham“, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.