ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში აპარტოტელებზე მოთხოვნა იზრდება - რას სთავაზობენ მომხმარებელს ბაზრის ძირითადი მოთამაშეები?
04 დეკემბერი, 2015

აჭარაში სამშენებლო ინდუსტრია დღითიდღე ფართოვდება და სასტუმროებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც. ამ ფონზე მომხმარებელთა უმრავლესობამ დასვენებასთან ერთად საკუთარი უძრავი ქონებიდან შემოსავლის მიღებაზეც დაიწყო ფიქრი და ხშირ შემთხვევაში არჩევანს აპარტოტელებზე აკეთებს.

აპარტოეტელების ბაზარზე აჭარის რეგიონში ორი ძირითადი მოთამაშე "ორბი ჯგუფი" და "დრიმლენდ ოაზისია". "ორბი ჯგუფი" სასტუმროს ტიპის სახლებს ძირითადად ბათუმში ავითარებს, ხოლო "დრიმლენდ ოაზისი" კი ამ ეტაპზე ჩაქვში მულტიფუნქციური კომპლექსით შემოიფარგლება.

"ორბი ჯგუფი" "დრიმლენდ ოაზისს" კონკურენტად არ მიიჩნევს.

"ჩვენ უკვე ვართ ბრენდი, რომელიც არამარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც კი სადაც ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიაა, უამრავი ჯავშანი გვაქვს მაშინ, როდესაც ჯერ მშენებლობა არ გვაქვს დაწყებული, - აცხადებენ „ორბი ჯგუფში"

მეტიც, აპარტამენტის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, კონსულტაციების დონეზე,  სხვადასხვა კომპანიის მათ შორის, "დრიმლენდ ოაზისის" დახმარებაზეც არ ამბობენ უარს.

„ორბი ჯგუფი" ახალ ბულვარში, ახალ პროექტს „ორბი ბიჩ თაუერს" იწყებს, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ჯერ საძირკვლის ჩაყრა მიმდინარეობს. აქ აშენდება 39 სართულიანი 850 ნომერზე გათვლილი აპარტამენტი, რაც დაახლოებით 4 ვასკვლავიანი სასტუმროების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება შიდა ინფრასტრუქტურას, იქნება რესტორნები, კაფეები, სპა ცენტრი, აუზი, კაზინო და საკონფერენციო დარბაზი. ახალ პროექტში „ორბი ჯგუფი" $40-45 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს.

რაც შეეხება ფასებს, კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე იქამდე ვიდრე საძირკვლის სამუშაოები მიმდინარეობს, კვადრატული მეტრის ფასი $850-დან იწყება და ხედისა და სართულის მიხედვით ფასი მატულობს. საძირვკლის სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დაიწყო, მაშინ კი ფასი $755 იყო. საერთო ჯამში მშენებლობის დასრულებამდე ღირებულება 200-300%-ით გაიზრდება და $1500-2000 იქნება. 

მათივე თქმით, აპარტამენტის ტიპის ოტელები დღეს საქართველოში განვითარებული არაა და ამიტომ სატესტო რეჟიმში მუშაობენ. მაგალითად „ორბი პლაზა", კობალაძის ქუჩაზე, უკვე დიდი დატვირთვით მუშაობს და წარმატებით ქირავდება ნომრები. თუმცა, იქ ხარისხობრივად ცოტა დაბალი დონეა და პერიოდულად ვითარდება.

კომპანიის შიდა ყველაზე პესიმისტური გათვლებით და დაკვირვებით, მეპატრონე გადახდილ თანხას 3-4 წელიწადში უკან იბრუნებს. მაგალითად სტუდიოს ტიპის ერთ ოთახიანი 23-28 კვ.მ თუ ჯდებოდა $21,500, ჩაბარებიდან ოთხ წელში მომხმარებელი ბინის გაქირავებით, ამ თანხას უკან იბრუნებს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კომპანიის თქმით, ზაფხულში აქტიური 90 დღე რომ ვიანგარიშოთ, $100-ად ქირავდება ყველაზე პატარა ბინა, ასევე ქირავდება ზამთარშიც, ფესტივალები, კონფერენციები, სემინარები ტარდება და დატვირთვა მთელი წელი არის. არააქტიურ პერიოდში გასაქირავებლად ყოველთვიურად ზოგი $250-350-ად აქირავებს კვადრატულობის მიხედვით.

მათი თქმით, ბევრი ანიჭებს უპირატესობას „ორბის" სასტუმროს, ფასის გამო, რომ არ შევადაროთ ვთქვათ "რედისონს" და "შერატონს" სადაც კლასი უფრო არის მაღალია, ხუთ ვარსკვალიანია და თუ იქ ნომრების ღირებულება აქტიურ სეზონზე $250-350 , მათთან კი იგივე კვადტარულობის $100-120 არის და მომსახურება თითქმის გათანაბრებულია მათ სერვისთან - იგივე დაცვა, დასუფთავება, ტექნიკური უზრუნველყოფა, ვიდეო კონტროლი, ლიფტი, რომელიც ანალოგიურია და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ შენობის მშენებლობა ახალი დაწყებულია, ბინების 50% უკვე გაყიდულია და შესაბამისად, კონკურენცია არ აშინებთ. მათ შორის არც თბილისის ბაზარზე შემოსვლა ეშინიათ და მიმდინარე წელს აპირებენ კიდეც.

რაც შეეხება „დრიმლენდ ოაზისს", რომელიც ჩაქვში მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს,  აგვისტოში უკვე 224 აპარტამენტს ჩააბარებს მომხმარებელს.

ბინების ფართი 34კვ.მ-დან იწყება, ხოლო მინიმალური ფასი $ 1 400-დან თავისი რემონტით ავეჯით ტექნიკით და ა.შ. რაც შეეხება მაქსიმალურ ფასს კვადრატულ მეტრზე $2000-ია, თუმცა ყველაფერი ერთი და იგივეა - ტექნიკა, რემონტი, ავეჯი, უბრალოდ, შენდება ცხრა შენობა და ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზოლშია შენობა, რასთან არის ახლოს და ა.შ.

საორიენტაციოდ, კომპანიის ცნობით, სასტუმროს დატვირთვიდან გამომდინარე, სტუდიოს ტიპის ბინის მფლობელს გაქირავებიდან წელიწადში მინიმუმ $10,500 შემოსავალი შეუძლია მიიღოს, ხოლო ორ ოთახიანი აპარტამენტის ყიდვის შემთხვევაში $14,500.

"დრიმლენდი"  არაპირდაპირ კონკურენტად "ორბს" მაინც მიიჩნევს.

მათივე თქმით, მართალია საკურორტო თვალსაზრისით, ბათუმი ჩაქვის კონკურენტია, მაგრამ ბათუმში მშენებარე აპარტამენტები,  ჩაქვის კონკურენტად ვერ განიხილება, სხვა კონცეფციის პროდუქტია. ასეთი პროექტი საქართველოში არ შენდება იმიტომ რომ  80,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარაში თავისუფალი არ არის.

კომპანიის თქმით, თუ ვინმემ გადაწყვიტა მსგავსი პროექტის აშენება, ამისთვის უნდა დაანგრიოს კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, იყიდოს მიწები და იმხელა თანხები უნდა ჩადოს პროექტში, რომ მომგებიანი აღარ გამოვა.

„დრიმლენდის" შემთხვევაში კი კომპლექსის მშენებლობა სასტუმრო „ოაზსისის" დამსახურებაა, რადგან მას ჰქონდა უკვე გარკვეული ინფრასტრუქტურა, ტერიტორია მოწესრიგებული და ამან განაპირობა ეს ყველაფერი. საერთო ჯამში პროექტი კიდევ 3 წელი გაგრძელდება და 105 მილიონ ლარს აითვისებს. ამ დრომდე კი აპარტამენტების 65% უკვე გაყიდულია.

მათივე თქმით, კომპანიას ძალიან დიდი ფართობის მიწები აქვს ასათვისებელი აჭარაში და დედაქალაქში. კომპანია სხვადასხვა მიწების განვითარებას დაახლოებით იგივე კონცეფციით - "დახურული ტერიტორია - აპარტამენტების სახით" ფიქრობს.

ეს მათივე ცნობით, შესაძლოა წელს მოესწროს, ამაზეც მუშაობენ, რისთვისაც ქობულეთში და აჭარის სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე მიწის დიდი ნაკვეთი, ასევე თბილისში და ტაბახმელაში შეძელენილია. თუმცა კომპანია აჭარის პროექტებზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე სხვა მიწის ნაკვეთებზე. 

„დრიმლენდის" განცხადებით, რეალურად დაახლოებით 7-8 მსგავსი პროექტის დაწყება შეუძლიათ საქართველოში.

ავტორ(ებ)ი : მარიამ მინაძე
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.