ისრაელიდან აჭარაში ვიზიტორტა რაოდენობა იზრდება. ისრაელი რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა.
საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა აჭარის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შაბთაი ცურთან შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ ბათუმი 2012 წელს ისრაელის ქალაქ აშდოდს, 2018 წელს კი ქალაქ ნეთანიას დაუმეგობრდა.
რიჟვაძემ აღინიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის წარმოადგენს ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას, საიდანაც ტურისტების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად იზრდება (+56%).
აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც: წლევანდელ სეზონზე ბათუმი-თელავივის მიმართულებით კვირაში 10-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო ფრენა დაფიქსირდა.
www.travelingeorgia.ge