ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა იზრდება
16 ივლისი, 2018

2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა, 23%-ით არის გაზრდილი ვიზიტების რაოდენობა და 808 437 ვიზიტს აღწევს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ვიზიტორების მატებაა რეგიონში არსებულ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში.  სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილია ბათუმის ბოტანიკური ბაღში, დელფინარიუმში, საბაგიროზე, მტირალას ეროვნული პარკში და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემში.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტორები 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში,  რომელსაც 6 თვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა. ბოტანიკური ბაღი აჭარის ერთ-ერთი პოპულარული სავიზიტო ბარათია, სადაც ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2017 წელს, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა.

ვიზიტორების მატებაა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც იანვრი-ივნისის პერიოდში 22%-ით მეტ, 40 866 სტუმარს უმასპინძლეს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე,  დელფინების შოუ ორშაბათის გარდა ყოველდღე, დღეში სამჯერ იმართება. გასულ წელს, დელფინარიუმმა 194 548 ვიზიტორს უმასპინძლა.

6 თვეში 72%-ით მეტი, 19 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით ვიზიტორთა რაოდენობა 20%-ით აღემატება 2016 წელს და 79 834 ვიზიტორს შეადგენს.

გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა, 100 023 ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში. გასულ წელს, საბაგიროს 319 518 ვიზიტორი სტუმრობდა.  

ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში  20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. ეს 48%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. გასულ წელს, კი ეროვნული პარკში 47 460-მა ვიზიტორმა იმოგზაურო.

www.travelinegorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.