ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები ვიზიტორებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურებიან
30 მაისი, 2018

აჭარაში არსებული საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ტურისტებს. ცენტრების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები უტარდებათ.

„წლის განმავლობაში ტურისტების მომართვიანობა ჩვენს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში დიდია. მაგალითად, გასულ წელს 90 000-მდე სტუმარმა ისარგებლა ცენტრის სერვისებით და ეს ციფრი ყოველწლიურად მზარდია. წელს, ჩვენ მომზადებული ვხვდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს. ყველა ტურისტულ ცენტრში ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარაში ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტების, მარშრუტების, ღირსშესანიშნაოებებისა თუ სხვა რეგიონში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხებზე. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები ერთ-ერთი მთავარი რგოლია ტურისტებთან ურთიერთობისას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტი ვინც მოგვმართვას იყოს კმაყოფილი და მაქსიმალურად ინფორმირებული რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.