აჭარული ღვინის სახლში წვეულებებისთვის ახალი დარბაზი ამოქმედდება. აჭარული სახლის ცნობით, 300-კაციანი დარბაზი ექსპლუატაციაში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევა.
აჭარული ღვინის სახლი მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის ქორწილების ორგანიზებას, ასევე ქვევრის გახსნის რიტუალი.
შატო მოიცავს ვენახს, ღვინის ქარხანას, ენოთეკას, მარანს კასრებითა და ქვევრებით, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაწყობილ დარბაზებსა და ღია და დახურულ სარესტორნო სივრცეებს.
გასულ წელს ,,მარდი ჰოლდინგმა“ შეიძინა აჭარული ღვინის სახლი და თვის თავზე აიღო ტურისტული დესტინაციის მართვა და ღვინის წარმოება. სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,მარდი ჰოლდინგი“ თითქმის 25 წელია ,მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ის აერთიანებს: სამშენებლო, საპროექტო, ტურისტულ, გადამზიდ და უძრავი ქონების კომპანიებს, ღვინისა და სიგარის საწარმოებს, ასევე ოპერირებას უწევს სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსებს.
www.travelingeorgia.ge