აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ თუ სხვა ქვეყნები დაინტერესდებიან აფხაზეთის გავლით საჰაერო ტრანზიტით, სოხუმი მზად არის განიხილოს ეს.
„ჩვენი ოცნებაა 2024 წლის დასასრული (აეროპორტის გახსნა) თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ ასე იქნება… ტრანზიტი უდავოდ საინტერესო თემაა. თუ ის მომგებიანია ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საკითხით, მაშინ ჩვენ უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოღ ამ საკითხზე“, – განაცხადა ანქვაბმა.
ალექსანდრე ანქვაბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ, დასვენების ფასები “რუსი ტურისტებისთვის საკმაოდ შესაფერისი იქნება”.
ქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარე სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წლამდე, ვიდრე დაიხურებოდა, მაღალი სეზონის განმავლობაში მას დღეში ხუთ ათასამდე მგზავრის მიღება შეეძლო.
avianews.ge