ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად მობილური აპლიკაცია შეიქმნა
03 იანვარი, 2022

„აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა" ასე ქვია მობილურ აპლიკაციას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შექმნა.

აპლიკაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენახვისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. მობილური აპლიკაციის ლოგოს წარმოადგენს ბედიის ოქროს ბარძიმის - XI-XII საუკუკეებით დათარიღებული   ქართული ოქრომჭედლობის ძეგლის  გრაფიკული გამოსახულება. 

აპლიკაცია თავს უყრის აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას, წარმოაჩენს მის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას და ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობას:  დღევანდელი მდგომარეობთ  ადრეული და შუასაუკუნეების ძეგლებს რესტავრაციის საბაბით იერ-სახეს უცვლიან და ავთენტიკურობას უკარგავენ, ქართული  ეპიგრაფიკის უძველეს ნიმუშებს კი შლიან და ანადგურებენ. 

აპლიკაციის პრეზენტაცია ტექნო პარკში გაიმართა.

business-partner.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.