აფხაზეთში ტურისტული სეზონი ტურისტების გარეშე დაიწყო - რატომ აღარ ჩადიან დამსვენებლები ოკუპირებულ რეგიონში?
აფხაზეთში ტურისტების ნაკადის მკვეთრად შემცირების საკითხზე დე ფაქტო „პარლამენტში" შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სწორედ ამ კომისიას დაევალება განიხილოს ის მიზეზები და შემდგომ მოაგვაროს ის პრობლემები, რამაც ტურისტული ნაკადების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. სხვადასხვა მონაცემებით, წელს ოკუპირებულ რეგიონში ტურისტების რაოდენობამ 70-80%-ით იკლო.
აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის მკვეთი შემცირების საკითხი „აფხაზეთის ტურიზის კავშირის" წევრებმა განიხილეს. ტურისტული სააგენტოს „აფსუა-ტურის" დირექტორმა ელიზავეტა მალანიამ განაცხადა, რომ ეს ტენდენცია უკვე აშკარაა და შეეხო თითქმის ყველა კომპანიას.
„ყველა ტუროპერატორმა აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადი მკვეთრად შემცირდა. მაისში თითქმის არავინ ჩამოსულა. ივნისშიც ცოტა ვიზიტორი გვყავს. 2016 წელს ჩვენი კომპანია მოემსახურა 270 სტუმარს, ამჟამად კი - მხოლოდ 70-ს" - განაცხადა მან.
ტურისტული კომპანია „დილბერ ტურის" დირექტორმა ტიმურ შაპკოვსკიმ დაადასტურა, რომ დარგმა უკვე იგრძნო ინტერესის შემცირება.
„სასტუმროების მფლობელები ჩივიან დამსვენებლების მცირე რაოდენობის გამო, რამაც იქონია ნეგატიური გავლენა მათ შემოსავლებზე. ადრე ჩვენ ვაგზავნიდით ექსკურსიაზე დღეში 2-3 მანქანას, ახლა კი - 1-2-ს კვირაში. ანუ ვარდნა ძალიან სერიოზულია" - განაცხადა შაპკოვსკიმ.
«Alex Beach Hotel» -ის დირექტორმა ვიაჩელსავ ჩერნიშევმა გაგრაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„გაგრის სასტუმროების დატვირთვა თითქმის 100%-ით შემცირდა, დღეს ჩემს სასტუმროში მხოლოდ 50 სტუმარია, მაშინ როდესაც გასულ წელს ამ დროს იყო 130 სტუმარი გვყავდა. ტურისტული სეზონის დასაწყისმა აჩვენა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად დაეცა" - ამბობს სასტუმროს დირექტორი.
მისი თქმით, ეს არ არის ტურისტული ინდუსტრიის ერთადერთი პრობლემა, არის მრავალი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორიც.
„მაგალითად, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ქმნის მრავალ პრობლემას და ხელს უშლის ტურისტულ სეზონს. მაგალითად, უცხოელი თანამშრომლის გაფორმება ჩვენ გვიჯდება 20 000 რუბლი, მაშინ როდესად 3 წლის წინ - 6000 რუბლი ღირდა. თანაც ნებართვის მიღება დაკავშირებულია საკმაოდ რთულ პროცედურებთან - კვოტის გაფორმება, მოწვევა, ვიზა, სამედიცინო მომსახურეობა და შრომის ნებართვა" - განაცხადა მან.
ბიზნესმენის აზრით, აფხაზეთს, თავისი მცირე მოსახლეობით, არ შეუძლია ყოველწლიური ტურისტული ნაკადის მომსახურეობის უზრუნველყოფა მხოლოდ საკუთარი შრომითი რესურსებით.
„იმისათვის, რომ სასტუმრო შეეფერებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, საჭიროა მინიმუმ 150 თანამშრომელი. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას ტურისტულ სეზონზე საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას და გაიაფებას" - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.
აფხაზეთის ოტელიერების გილდიის პრეზიდენტმა იგორ ჟიგუმნა გაამახვილა ყურადღება საიმიგრაციო სამსახური ქმედებებზე.
„საიმიგრაციო სამსახური გვიწესებს ჩვენ ძალიან მაღალ გადასახადებს და ჯარიმებს. მე ვარ ინვესტორი, მაგრამ საიმიგრაციო სამსახური მაიძულებს მე, როგორც უცხოელს, რეგულარულად მივიღო შრომითი ნებართვა და გავიარო სამედიცინო გამოკვლევა. ეს იმის მიუხედავათ, რომ ამ დარბაზში მყოფ ოთხ ოტელიერს შეაქვს ბიუჯეტში ბევრად მეტი, ვიდრე მთელს საიმიგრაციო სამსახურს" - აბმობს ჟიგუნი.
მისი თქმით, ამჟამად სასტუმროების მუშაობა წამგებიანია, საინვესტიციო კლიმატი კი ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა.
„სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურის მხრივ. მცირე სასტუმროების 90%, რომელიც სხვათა შორის, არ იხდის გადასახადებს, აბინძურებს ზღვას, რისგანაც ზარალდება ყველა - ტურისტები, რომლებიც ზღვაში ბანაობის შემდეგ ავადდებიან ვირუსებით, სასტუმროები, რომლებიც კარგავენ კლიენტებს და საბოლოო ჯამში, სახელმწიფო" - ჩივის იგორ ჟიგუნი.
სასტუმრო „ინტერ-სუხუმის" დირექტორის ლევ პავლოვის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთის იმიჯს აფუჭებენ კერძო სასტუმროები, მომსახურების ძალიან დაბალი დონით.
„ტურისტების მხოლოდ 30%-ს იღებს სასტუმროები, 70% მიდის კერძო სექტორში. ეს ბიზნესი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან - ეს გაზრდის სახელმწიფოს შემოსავლებს და გააუმჯობესებს სერვისს" - თვლის ლევ პავლოვი.
„აფხაზეთის ტურიზმის კავშირის" პრეზიდენტის ანა კალიაგინას თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე ავიარეისების სიძვირე.
„სოჭში ჩასვლა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე აფხაზეთში. სიტუაციას უშველის სოხუმის აეროპორტის გახსნა, რაც მისცემს ტუროპერატორებს იაფი ბილეთების გაყიდვის საშუალებას. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებას, იმისთვის, რომ თუნდაც ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე შეიქმნას გლეხებისთვის და ფერმერებისთვის პროდუქციის გასაღების პირობები. ეს მოგვცემდა ტურისტების იაფი და ნატურალური აგრარული პროდუქციით უზრუნველყოფის საშუალებას" - განაცხადა კალიაგინამ.
ავტორ(ებ)ი: eadaily.com