აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარი – მესტიისა და მესტია – ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა.
შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.
ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://ticket.vanillasky.ge/