ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომერსანტი: აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროების კომპლექსი აშენდება
17 ივლისი, 2017

რადიო „კომერსანტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ აღმაშენებლის გამზირზე 178 ნომერში სასტუმროების კომპლექსის მოწყობა იგეგმება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.

აღმაშენებლის გამზირზე 178 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილი „ინსტიტუტის" შენობა მდებარეობს. გეგმის მიხედვით, მოხდება მისი რეაბილიტაცია და მის უკან ახალი სასტუმროს აშენება. პროექტის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის" ხელმძღვანელი დავით გელბახიანი "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტერიტორიაზე „აკორის" ჯგუფში შემავალი წითელი IBIS-ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლის შენობაში კი 5 ვარსკვლავიანი ქართული ნაციონალური სასტუმრო გაიხსნება.

„ IBIS-ის სასტუმრო 150 ნომრიანი იქნება, ნომრების გარდა აქ განთავსდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რესტორანი, ბარი და სხვა. საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი დოლარია. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კი 20 ნომრიანია, ის გადაწყვეტილი იქნება ქართულ სტილში, ქართულ ნაციონალურ სეგმენტში. ამ პროექტის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია. ორ სასტუმროს საერთო ეზო ექნება" აცხადებს გელბახიანი

პროექტის დასრულება 2018 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

მისივე განმარტებით, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი" სასტუმროების დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე ფლობს ერთ ჰოსტელს ვაკეში. ირკვევა, რომ ამავე კომპანიის პროექტი იყო სასტუმრო „მერკური" თბილისში , სამომავლოდ კი თბილისს გარეთ ერთი ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.