ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგრესორის პროპაგანდა – უკრაინაში ქართული კულინარიის შესახებ წიგნი აკრძალეს
21 თებერვალი, 2019

უკრაინის „გოსკომტელერადიომ“ ქვეყანაში 19 წიგნის შეტანა აკრძალა, რომლებშიც, ხელისუფლების შეფასებით, აგრესორი – სახელმწიფოს პროპაგანდის ნიშნებია.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აკრძალვაში მოყვა ნინო ბილიხოძის კულინარიული რეცეპტების წიგნი. უკრაინაში აღნიშნავენ, რომ რუსულენოვან წიგნში Грузинская кухня: любовь на вкус, იმ პირების კომენტარებია, რომლებიც უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

აკრძალულთა შორისაა მარტინ დოგერტის „ვიკინგების სამყარო. ოდინის შვილების ყოველდღიურობა“, რაც ამკრძალავთა შეფასებითმ კიევის რუსეთის ეპოქის შესახებ ფალსიფიცირებულ ფაქტებს შეიცავს.

დასახელებული წიგნების გარდა კიდევ 17 წიგნია აკრძალული.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.