ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგროსერვის ცენტრში ვაზის რეალიზაცია დაიწყო
04 ივნისი, 2018

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში ვაზის რეალიზაცია დაიწყო.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ხეხილოვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთონ და ვაზი 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ.

პროგრამის მიზანია მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა, ვაზის ნერგის ფასი კი 3 ლარია.

როგორც ცენტრში ამბობენ, წელს ფერმერების მხრიდან ინტერესი დიდია. ცენტრში ამ დროისთვის 25 000-ზე მეტი ნერგია გახარებული, მოთხოვნა გცილებით მეტია და როგორც აგროსერვის ცენტრში განმარტავენ, მომავალი წლისთვის ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება და 50 ათას ძირამდე ვაზის ნამყენის გამოყვანა არის დაგეგმილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.