ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგროტურისტული ფესტივალი გურიის პოპულარიზაციისთვის
30 ივლისი, 2018

დაბა ურეკში აგრო ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა.

ფესტივალის მიზანია ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50 - ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც აწარმოებენ თაფლს, ჩაის, ლურჯ მოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, მინერალურ - ტკბილ სასმელებს...

პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ “ გურიის განვითარების კავშირი/Guria Development Union პროექტის „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ და რომელსაც ახორცილებს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და ა(ა)იპ „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი პროგრესის სახლი". ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAo) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ფესტივალის ორგანიზატორი კი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამსახური.

ღონისძიებას დაესწრნენ ტურისტები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტების მერები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.