თუშეთში მდებარე ნასოფლარ აგეურთას და 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს პრემიერის მამუკა ბახტაძის ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ნასოფლარი განლაგებულია საშუალო დახრილობის მთის კალთაზე, შედგება ოციოდე საცხოვრებელი კოშკისგან, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.
ნასოფლარს შუაზე კვეთს სამანქანო გზა. კოშკების საშენი მასალა ერთგვარია ფიქალი. წყობა მშრალია. ზოგიერთ კოშკში ნალესობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კოშკებიდან მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე შემორჩენილია მხოლოდ ოთხი. ერთ-ერთი მათგანის კედლები ექვსი სართულის სიმაღლეზეა, ისინიც ნგრევის პირას არიან მისული. ოთხივე კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების საყრდენი კონსტრუქციის ნაშთები).
www.travelingeorgia.ge