ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგვისტოდან ბათუმში მგზავრებს 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება
29 ივნისი, 2018

ბათუმის საკრებულომ ბათუმის ადმინიტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით/მიკროავტობუსი) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის წესი განიხილა. პროექტის მიზანია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკურსის საფუძველზე ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა.

როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდება, რომლებიც საკრებულომჯერ კიდევ მაისის ბოლოს დაამტკიცა.

ქალაქში დღიურად მოძრავი 450-მდე მიკროავტობუსი, ოპტიმიზაციის შედეგად, 250-მდე შემცირდება, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ახალი რეგულაციებისა და ახალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით იმოძრავებს.

კონკურსი განსაზღრავს კრიტერიუმებს, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სამარშრუტო ტაქსი, ქალაქში მოძრაობის უფლება რომ მიეცეს. ძირითადი მოთხოვნებია მიკროავტობუსის ტექნიკური გამართულობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აუცილებელია მიკროავტობუსს ჰქონდეს გამართული კონდიცირების სისტემა, ფანჯრების გაღების საშუალება, სავარძლების დაშორება სტანდარტის შესაბამისად. დაუშვებელია მიკროავტობუსით მგზავრობისას მგზავრის ფეხზე დგომა.

აღნიშნულ წესთან დაკავშირებით წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები ის შპს-ები, რომლებიც სამარშრუტო ხაზებს ამუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ქალაქს 40 ახალი ავტობუსი დაემატება. გამოცხადდება ვაკანსიები მძღოლის პოზიციაზე და მიკროავტობუსების მძღოლებს კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.