ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგვისტოს ბოლოდან ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება
17 აგვისტო, 2018

ბათუმს აგვისტოს ბოლოდან "ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსები ეყოლება.

როგორც BPI ბათუმის მერიაზე დაყრდნობით წერს, საწყის ეტაპზე ქალაქს 15 ერთეული ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 35-მდე გაიზრდება.

ახალი ავტობუსები ბათუმს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ეყოლება, რომელმაც საქართველოს 5.5 მილიონი ევროს სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს გრანტი გამოუყო. ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული უკრაინულ-იაპონური კომპანია – „ჩერკასკი ავტობუსია”, რომელიც ბათუმის მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსებს მიაწოდებს.

ახალი ავტობუსები 60 ადამიანზე (ჯდომით და დგომით) იქნება გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებული არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.