აგვისტოში ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 204%-ით გაიზარდა. გასულ თვეში საქართველოს საზღვარი ევროპის 614,269-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1487.2%-ით აღემატება, ხოლო პანდემიმადელ მონაცემს 35%-ით ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ევროპის ქვეყნებიდან რუსების გარდა, მნიშვნელოვანად არის გაზრდილი ისრაელის, თურქეთის და სომხეთის ვიზიტორების რაოდენობა. ისრაელიდან წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, აგვისტოში კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს 1060.4%-ით მეტი ისრაელის მოქალაქე ეწვია. თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების მაჩვენებელი 197.2%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთიდან 509.1%-ით.
TOP-10 ევროპული ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი - 213 261, ზრდა - 434.4%;
2. სომხეთი - 138 471, ზრდა - 509.1%;
3. თურქეთი - 103 548, ზრდა - 197.2%;
4.საქართველო (არარეზიდენტი) – 34 870, ზრდა - 50.8%;
5. ბელარუსი - 26 486, ზრდა - 96.3%;
6. ისრაელი - 24 125, ზრდა - 1060.4%;
7. უკრაინა - 19 838, კლება - 32.5%;
8. ყაზახეთი - 19 509, ზრდა - 59.6%;
9. აზერბაიჯანი - 16 623, ზრდა - 48.7%;
10. გერმანია - 8 055, ზრდა - 76.4%;
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2022 წლის აგვისტოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები განხორციელდა, საიდანაც ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 742 247 შეადგინა. მიმდინარე წლის აგვისტოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის აგვისტოს მონაცემებს 135.8%-ით, 2020 წლის აგვისტოს მონაცემებს კი 1 586.6%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდე 2019 წლის აგვისტოს ვიზიტების რაოდენობას 22.6%-ით ჩამორჩება და აღდგენა 77.4%-ია.
ფოტო: Georgian Journal
commersant.ge